25.11.2024

ნათია თურნავა „ნამახვანჰესზე“: ხელისუფლება მზად არის დიალოგისთვის

ხელისუფლება მზად არის დიალოგისთვის, კონკრეტული საგნობრივი დიალოგისთვის პროექტთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ეს დიალოგი არ უნდა გასცდეს თვითონ პროექტს და ენერგეტიკის დარგზე საუბარს, არ უნდა გადავიდეს რადიკალიზმში – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლების ნებისმიერი შტო მზად არის დიალოგისთვის.

„კვლავაც ვადასტურებ, რომ შექმნილია ძალიან კარგი საქმიანი პლატფორმები, სადაც ასეთი ტიპის საკითხები უნდა ირჩეოდეს, უნდა განიხილებოდეს ექსპერტების თანდასწრებით. ეს არის ექსპერტთა საბჭოს შექმნის მოწოდება და ყველა კვლევის განხილვა, ეს არის საერთაშორისო მედიატორები და ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების მედიატორის ჩართულობის პლატფორმა. ასევე, ჩვენი ხელისუფლების ნებისმიერი შტო მზად არის, რომ კონკრეტულად, სამუშაო ჯგუფებში, კონრეტულ ექსპერტებთან ერთად ნებისმიერი საკითხი განიხილოს. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან გაჭირდება ქუჩაში, ბლოკირებით, პარალიზებითა და ა.შ., რაც ტურისტების მოლოდინში, ეკონომიკის გახსნის მოლოდინში არის აბსოლუტურად მიუღებელი“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველო – ახალი პარლამენტი, ლეგიტიმაციის კრიზისი და დემოკრატიის ჩიხი

საქართველო-დემოკრატიის ჩიხი დღეს, 25 ნოემბერს საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა იმართება, თუმცა ეს მოვლენა არაერთი საკვანძო საკითხით, კრიტიკითა...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img