მსოფლიოში ნავთობის ფასი გაიზარდა, რაც მარაგების შეზღუდვით არის გამოწვეული – ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters ავრცელებს.
„ჩინეთში, ინდოეთსა და ევროპაში ქვანახშირისა და გაზის დეფიციტის გამო ფასები გაიზარდა, რის გამოც ზოგიერთი გენერატორი იძულებული გახდა გაზიდან მაზუთზე და დიზელზე გადაერთოს“, – წერს გამოცემა.
ნავთობის ფასების ზრდა უმეტესად განპირობებულია იმით, რომ მიწოდება ვერ აკმაყოფილებს ბაზარზე არსებულ მოთხოვნას.