ტელეკომპანია “იმედი”-ს ინფორმაციით, „ქრონიკამ“ მოიპოვა ექსკლუზიური ფოტომასალა ბინიდან, სადაც მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს, სავარაუდოდ, სახლის ჩამონგრევა მოჰყვა.
ფოტოები კორპუსის ჩამონგრევამდე 48 საათით ადრეა გადაღებული და კადრებზე ჩანს, რომ ბინას საყრდენი კედლები, ფაქტობრივად, გამოცლილი აქვს.