24.11.2024

ნიკა მელია – 2 ნოემბერს, 17:00 საათზე აქცია იქნება ბათუმში, 18:00-ზე შევიკრიბებით რუსთავის ციხესთან

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიას თქმით, 2 ნოემბერს ბათუმსა და რუსთავში საპროტესტო აქციები გაიმართება.

ბათუმში აქცია 17:00-ზე აჭარის მთავრობის სახლთან გაიმართება, ხოლო რუსთავის ციხესთან 18:00-ზე. მელიას თქმით, რუსთავის ციხესთან აქციას პერმანენტული ხასიათი ექნება. მიხეილ სააკაშვილი რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში 1 ოქტომბრის შემდეგ იმყოფება და დაკავების დღიდან შიმშილობს.

“მეგობრებო! საქართველო პროტესტს იწყებს!

2 ნოემბერს, 17 საათზე ბათუმში დაიწყება პროტესტი (აჭარის მთავრობის სახლთან)

18 საათზე კი, ვიკრიბებით რუსთავის ციხესთან. შეკრებას ექნება პერმანენტული ხასიათი და არ დასრულდება მიზნის მიღწევამდე!

ბრძოლა, რომელიც ახლა იწყება, გამარჯვებით დასრულდება!” – წერს ნიკა მელია სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე”.

ოპოზიცია ასევე გეგმავს 6 ნოემბერს საპროტესტო აქცია თბილისში, თავისუფლების მოედანზე გამართოს. მელიას თქმით, 6 ნოემბრამდე ოპოზიციის წევრები ჩავლენ ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდსა და სხვა დიდ ქალაქებში.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img