23.11.2024

ნიკა მელია – გამარჯვების შემთხვევაში პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობას არ ვაპირებ

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, დედაქალაქის მერის არჩევნების მეორე ტურში გამარჯვების შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტს აღარ დაიკავებს.

როგორც მელიამ განაცხადა, ის პარტიის რიგით წევრად დარჩება.

„გამარჯვების შემდეგ, ვალდებული ვარ, პირნათელი ვიყო თბილისელებთან მიმართებით და მჯერა, სწორ ნაბიჯს გადავდგამ, თუ გამარჯვების შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობაში“ აღარ დავიკავებ მაღალ პარტიულ თანამდებობას. გამარჯვების შემთხვევაში პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობას არ ვაპირებ. დავრჩები პარტიის რიგით წევრად. არ მგონია სწორი იყო 1.5 მლნ-იანი ქალაქის მერი იყო და დღის განმავლობაში ერთი მხრივ მთავრობის სხდომას ატარებდე დედაქალაქის მერიაში და დღის სხვა ნაწილში პარტიაში თათბირს ატარებდე“,- განაცხადა ნიკა მელიამ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img