23.11.2024

ნიკა მელია – მიკვირს, როდესაც ვინმეს აქვს განცდა, რომ ხვალ ან ზეგ მოვაწერო დოკუმენტს ხელი

რამდენჯერაც არ უნდა დამისვათ კითხვა მოვაწერთ თუ არა დოკუმენტს ხელს, ეს კითხვა ჯერჯერობით არის სამართლიანად პასუხგაუცემელი და ასე ხელაღებით არასერიოზულია საუბარი იმ დოკუმენტზე, რომელიც ძალიან ნაკლოვანიც არის და ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს ყველას მხრიდან, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს დაიწყება კონსულტაციები და მიიღებენ ერთიან გადაწყვეტილებას, რასაც შეუთანხმებს სხვა პარტიების თავმჯდომარეებს.

„იქნება პირველი მოთელვითი კონსულტაციები. არც ერთი წუთის დაკარგვა აღარ შეიძლება. მიუხედავად იმისა, რომ ვართ შეზღუდულები „კომენდანტის საათიდან“ გამომდინარე, ერთი წუთის დაკარგვაც არ მინდა.

რაც შეეხება დოკუმენტს, რომელზეც თქვენ საუბრობთ, ძალიან ადრეა ამაზე საუბარი. შეუძლებელია მე რაიმე სახით დაზუსტებული საბოლოო პასუხი გაგცეთ, მაშინ როდესაც კონსულტაციები დღეს იწყება და რამდენიმე დღე დაჭირდება. არავის არ უნდა გაუკვირდეს და ნურავის ნუ ექნება ისეთი მოსაზრება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდა. „ნაციონალური მოძრაობა“ მსხვილი პარტია ვართ. შიგნით არის არერთი საჭირო კონსულტაცია. საბოლოო ჯამში კონსენსუსის საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას, გადაწყვეტილება იქნება ისეთი, როგორიც იქნება. მაღალი ალბათობით ჩატარდება კენჭისყრა და ეს გამოავლენს იმ პოზიციას, რომელსაც ვემხრობით.

რამდენჯერაც არ უნდა დამისვათ კითხვა, მოვაწერთ თუ არა ხელს, ეს კითხვა ჯერჯერობით არის სამართლიანად პასუხგაუცემელი და ასე ხელაღებით არასერიოზულია საუბარი იმ დოკუმენტზე, რომელიც ძალიან ნაკლოვანიც არის და ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს ყველას მხრიდან, მათ შორის უკვე ჩვენი მეგობარი კოლეგების მხრიდანაც კი, რომელმაც უკვე მოაწერეს ხელს. მე მათ გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. მიკვირს, როდესაც ვინმეს აქვს განცდა, რომ ხვალ ან ზეგ მოვაწერო დოკუმენტს ხელი.

„ნაციონალური მოძრაობა“ ბლოკი მიიღებს ერთიან გადაწყვეტილებას, რასაც შევუთანხმებთ სხვა კოლეგა პარტიების თავმჯდომარეებს. ეს ერთიანი ბრძოლა ნიშნავს, რომ ჩვენ მნიშვენელოვანი გადაწყვეტილების დროს კოორდინაცია უნდა გვქონდეს“ , – განაცხადა ნიკა მელიამ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img