23.11.2024

ნიკა მელია – თბილისის მერობის კანდიდატად საკუთარ თავს “თითქმის აღარ განვიხილავ”

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია ამბობს, რომ თბილისის მერობის კანდიდატად საკუთარ თავს “თითქმის აღარ განიხილავს”. ვაშინგტონში, ამერიკის ხმასთან ინტერვიუში მელია ამის მიზეზებს განმარტავს:

თბილისის მერობის კანდიდატობას თითქმის აღარ განვიხილავ, ისევე, როგორც არ განვიხილავდი ციხიდან გამოსვლის შემდეგ, უბრალოდ, ანგარიშს ვუწევ კოლეგა, პარტნიორი პარტიების წარმოამადგენლებს, ვინც დაინტერესებულია გამარჯვებით. ჩემთვის მთავარია შედგეს გამარჯვების კამპანია. მე ყველა შემთხვევაში ვიქნები ბრძოლის ავანგარდში.

სიმართლე გითხრათ, თბილისის მერობის კანდიდატობა ჩემთვის შემაფერხებელი ფაქტორი იქნება, მქონდეს შესაძლებლობა, ჩავატარო კამპანია ეროვნულ დონეზე. თუკი ხარ თბილისის მერობის კანდიდატი, ზუგდიდში ნაკლებად მოახერხებ ჩასვლას, არადა, მიმაჩნია, რომ ზუგდიდშიც უნდა ვიყო და ქუთაისშიც”, – თქვა მელიამ. მანვე დაამატა, რომ მთავარია, დიდ ქალაქებში ოპოზიციას ჰყავდეს საერთო კანდიდატები და სწორედ ამის ძიება მიმდინარეობს ახლა. 

“2-3 კვირაში [კანდიდატებზე] გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ”, – აცხადებს მელია.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img