სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის აღსაზრდელები მასთან საუბარში აღნიშნავდნენ, რომ პანსიონში მათ “მუდივად ეუბნებოდნენ, როგორი კარგია რუსეთი”. ამის შესახებ ნინო ლომჯარიამ რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ისაუბრა.
“ჩემთვის სიახლე იყო ის, რომ მუდმივად ეუბნებოდნენ, როგორი კარგია რუსეთი. ძალიან მძიმე მოსასმენი იყო და პირდაპირ ამბობდნენ, ჩვენს მასწავლებლებს ეუბნებოდნენ, რომ რუსეთზე ცუდი არაფერი უნდა ეთქვათო. ჩვენ გვინდოდა, რომ თავისუფლად გვესაუბრა და კარგი მასწავლებლებიც გვყავდა, მაგრამ მაინც შეზღუდულები იყვნენ გარკვეულ თემებზე სასაუბროდო”. – ამბობს ნინო ლომჯარია რადიო თავისუფლებასთან.