23.11.2024

ნიუ-იორკში რესტორნებში, სპორტულ დარბაზებსა და გასართობ ცენტრებში მხოლოდ ვაქცინირებულებს შეუშვებენ

Ნიუ იორკი ხდება პირველი ქალაქი ამერიკაში, რომელიც აუცრელ მოქალაქეებს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში (რესტორანი, სავარჯიშო დარბაზი კინოთეატრები და ა.შ.) შესვლას უზღუდავს. კომერციულ შენობებში მოხვედრა მალე მხოლოდ ვაქცინაციის დამადასტურებელი სერტიფიკატით იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ ნიუ-იორკის მერმა, ბილ დე ბლაზიომ განაცხადა.

“გინდათ დატკბეთ ყველაფერი შესანიშნავით, რასაც ამ ზაფხულს ნიუ-იორკი იძლევა? გაიკეთეთ აცრა”, – განაცხადა მან.

მისი თქმით, არავაქცინირებულ პირებს ბევრ მოვლენაში მონაწილეობა არ შეუძლია.

დროა ადამიანები მიხვდნენ, რომ კარგი, სრულყოფილი და ჯანსაღი ცხოვრების წესისთვის ვაქცინაცია აუცილებელია”, განაცხადა მერმა.

პროგრამა, რომელსაც ბილ დე ბლაზიომ უწოდა “საშვი გასაღები ნიუ-იორკში” (Key to NYC Pass) 13 სექტემბერს ამოქმედდება.

ამჟამად ნიუ-იორკის ზრდასრული მოსახლეობის 66% ვაქცინირებულია, 70%-ს კი ვაქცინის, სულ მცირე, ერთი დოზა აქვს მიღებული.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img