22.11.2024

ოპოზიცია ჩრდილოვან კაბინეტზე მუშაობს

რამდენიმე დღეში, სავარაუდოდ “ნაციონალური მოძრაობა” ჩრდილოვან კაბინეტს წარადგენს. გავრცელებული ინფორმაციით, ჯამში 25 პოზიციაზე განიხილება ოპოზიციის წევრების კანდიდატურები.

ცნობილია, რომ ნიკა მელიას გამარჯვების შემთხვევაში, ვიცე-მერის პოზიციაზე განიხილება სამი კანდიდატი: ანა ბიბილაშვილი და დეა მეტრეველი “ლელოდან” და ცოტნე კობერიძე – პარტიიდან “გირჩი – მეტი თავისუფლება.”

რაც შეეხება საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატურას, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატად ელენე ხოშტარია რჩება.

 მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ანტიკორუფციული სამსახურის უფროსად განიხილება გიორგი ნონიაშვილის კანდიდატურა “ევროპული საქართველოდან“, ხოლო ჯანდაცვის საქალაქო სამსახურის უფროსად სერგო ჩიხლაძე – “სტრატეგია აღმაშენებლიდან“.

ჩრდილოვანი კაბინეტის წარდგენა 18 ოქტომბერს იყო დაგეგმილი. წარდგენის სავარაუდო თარიღად ახლა 20 ოქტომბერი განიხილება, თუმცა პრეზენტაცია რამდენიმე დღით შეიძლება გადაიდოს.

30 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 20 ქალაქსა და 42 ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქში გაიმართება.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img