ოთხი ტელეკომპანია ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, პროტესტის ნიშნად 24 საათით მაუწყებლობას წყვეტს.
მაუწყებლობას წყვეტს ტელეკომპანიები: „ტვ პირველი“; „ფორმულა“; „მთავარი არხი“ და „კავკასია“.
აღნიშნული ტელეკომპანიების ეთერებში იმ ჟურნალისტთა სია ჩანს, ვისაც 5-6 ივლისის ძალადობრივი აქციების დროს თავს დაესხნენ – ისინი დაშავდნენ ან/და მათ მუშაობაში ხელი შეუშალეს.
სიის ბოლოს კი ჩნდება წარწერა – „გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი! დაისაჯოს ყველა მოძალადე!“