რამდენიმე წუთის წინ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიიდან სააკაშვილის მხარდამჭერი ბანერი გადმოფინეს.
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი ბანერი, იმ სართულიდან გადმოფინეს, სადაც ოზურგეთის მერის კონსტანტინე შარაშენიძის და მისი მოადგილის კაბინეტებია განთავსებული. ბანერი საკრებულოს ახალი მოწვევის “ნაციონალური მოძრაობის” სამმა დეპუტატმა: დავით მჟავანაძემ, ბესო ქათამაძემ და თათია ნიკოლაიშვილმა გადმოკიდეს. ჩართული ჰქონდათ სიმღერა – “მიშა მაგარიაც”.
“ვებგაზეთის” ინფორმაციით, ხვალ ოზურგეთში 14:30 კონსტანტინე შარაშენიძე აქციას მართავს, სადაც მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდება.