ოზურგეთში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. მოსახლეობასთან შეხვედრის დროს, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს „ოცნების“ წევრები და საკრებულოს დეპუტატები დაუპირისპირდნენ.
ქალაქის ცენტრში, საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, „ნაციონალური მოძრაობის წევრები“ მოქალაქეებს ხვდებოდნენ და 3 ივნისის აქციის მნიშვნელობას უხსნიდნენ, როდესაც მათ თავს დაესხნენ.
ოპოზიციის წარმომადგენლებს სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენეს.
ენმ-ს ლიდერების თქმით, „ოცნების“ წევრები ასეთ მითითებებს იღებენ უშუალოდ ადგილობრივი ხელისუფლებისგან – გუბერნატორის, საკრებულოს თავმჯდომარისა და საკრებულოს ფრაქციის ხელმძღვანელების მხრიდან. ინციდენტის დროს ადგილზე “ალტინფოს” წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.