ოზურგეთში, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით არასრულწლოვანი დაჭრეს. რამდენიმე სათის წინ, ოზურგეთში, სამედიცინო ცენტრ „მედალფაში” ჭრილობით არასრულწლოვანი შეიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწოვანს ჭრილობა ყელის არეში ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული. „მედალფას“ დირექტორის, დავით მდინარაძის თქმით, პაციენტს გაეწია საჭირო სამედიცინო დახმარება და შემდგომი მკურნალობისთვის ქუთაისში გადაიყვანეს.
„მოზარდმა კლინიკაში შემოსვლისას მორიგე ექიმს განუცხადა, რომ მოტოციკლით მოძრაობის დროს კისრის არეში რაღაც უცხო სხეული მოხვდა. მას აღენიშნებოდა კისრის არეში, მარჯვენა მხარეს, უსწორმასწორო ზედაპირით ნაკვეთი ჭრილობა, დაახლოებით 3-4 სანტიმეტრი. დათვალიერების შედეგად აღმოჩენილ იქნა რამდენიმე საფანტი, ეს ცეცხლსასროლი იარაღია. ჭრილობა დამუშავდა, სისხლდენა შეჩერდა და გადავიყვანეთ მართვით სუნთქვაზე. შემდგომი მკურნალობისთვის ის გადაყვანილია ქუთაისში, სპეციალიზებულ კლინიკაში,”- განაცხადა დავით მდინარაძემ ჟურნალისტებთან.