დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, მიზანმიმართული ტყუილია, რომ თითქოს ვაქცინა უშვილობას იწვევს.
“უკვე გამოქვეყნდა კვლევები და არც ერთი შემთხვევა არ არის აღწერილი, ვაქცინაციას რეპროდუქციულ ფუნქციაზე გავლენა მოეხდინოს. ეს არის მიზანმიმართული ტყუილი. კორონავირუსი კი, სამწუხაროდ, მულტიორგანულ დაზიანებებს იწვევს და შეიძლება თითქმის ყველა ორგანო დააზიანოს” – აცხადებს იმნაძე.