25.11.2024

პაატა იმნაძე – პენიტენციურ სისტემაში ქვეყანაში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია პატიმრების ვაქცინაციით

პენიტენციურ სისტემაში ქვეყანაში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია პატიმრების ვაქცინაციის მოცვით, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძემ დღევანდელ ვებინარზე განაცხადა.

მისი განმარტებით, ეს ეხებათ, როგორც პენიტენციური სისტემის თანამშრომლებს, ასევე პატიმრებს.

„შემიძლია ვთქვა, რომ ამ სისტემაში ყველაზე მეტი აცრილია. ექიმებს შეიძლება შევადაროთ, დღეს ექიმების 64%-ზე მეტია აცრილი და პენიტენციურ სისტემაში დაახლოებით ერთნაირია მოცვა. საუბარია როგორც თანამშრომლებზე, ასევე პატიმრებზე. ასევე შემიძლია ვთქვა, რომ პოლიციაში, ჯარში ძალიან კარგია მოცვა. სამწუხაროდ, სხვა სისტემებზე ვერ მოგახსენებთ. ექიმებში საკმაოდ მაღალია მოცვა, მაგრამ გამიხარდებოდა ეს მაჩვენებელი 100% რომ იყოს. იგივეს ვერ ვიტყვი ჩემს კოლეგებზე, ექთნებზე, სადაც საკმაოდ დაბალია მოცვა, განსაკუთრებით დამხმარე სამედიცინო პერსონალზე, რომელშიც კიდევ უფრო დაბალია მოცვა“, – განაცხადა იმნაძემ.

მისი თქმით, პენიტენციურ სისტემაში გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების ცალკეული შემთხვევები, მაგრამ „სიტუაცია აბსოლუტურად კონტროლირებადია“, რადგან ვაქცინაციის ტემპიც გააქტიურებულია.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img