22.11.2024

პენსიონერს უფლება ექნება პენსიის გამცემი საბანკო დაწესებულება თავად აირჩიოს – პარლამენტი საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას იწყებს

“სახელმწიფო პენსიის შესახებ” კანონში შესაძლოა ცვლილებები შევიდეს.

პარლამენტი ოპოზიციის საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას იწყებს, რომლის მიხედვით, პენსიონერს უფლება ექნება პენსიის გამცემი საბანკო დაწესებულება თავად აირჩიოს და სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერ დროს შეცვალოს ის.

საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები პარლამენტის წევრები: გიორგი ვაშაძე, პაატა მანჯგალაძე, თეონა აქუბარდია, ხათუნა სამნიძე და ტარიელ ნაკაიძე არიან.

მათი შეფასებით, საქართველოში ყველაზე ძვირ სესხს ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი -პენსიონერები იღებენ. როგორც ინიციატორები განმარტავენ, საქართველოში პენსიის გაცემის ექსკლუზიურ უფლებას “ლიბერთი ბანკი” ფლობს, მას არ ჰყავს კონკურენტი და შესაბამისად, ბაზარზე პირობებს სწორედ “ლიბერთი ბანკი” ადგენს.

“ლიბერთი ბანკში” საპენსიო სესხზე ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 30.65 პროცენტს შეადგენს. დღეს-დღეობით ქვეყანაში დაახლოებით 800 000 პენსიონერია, რომელთა თითქმის ნახევარი საპენსიო სესხით სარგებლობს. “ლიბერთი ბანკში“ საპენსიო სესხის საპროცენტო განაკვეთი იმაზე გაცილებით მეტია, ვიდრე მაგალითად, სხვა მოქალაქეებისათვის გაცემული სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი, რომელიც სხვადასხვა ბანკში 15%-დან იწყება. რომ არა “ლიბერთი ბანკის“ ექსკლუზიური უფლება საპენსიო მომსახურებაზე, თავისუფალი კონკურენციის პირობებში, საქართველოში საპენსიო სესხის საპროცენტო განაკვეთი არსებულზე გაცილებით ნაკლები იქნებოდა“, – აცხადებენ საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები.

“სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 21 ივნისის სხდომაზე განიხილავს.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img