„უკრაინაში აშშ-ის იარაღის გაგზავნა სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმატებას ხელს არ შეუწყობს“, – ამის შესახებ პუტინის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან განაცხადა. ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.
პესკოვის თქმით, აშშ-ის მსგავს ქმედებას რუსეთ-უკრაინის ურთიერთობაზე დიდი ალბათობით, უარყოფითი გავლენა ექნება.
დიმიტრი პესკოვმა ასევე დასძინა, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს დაესწრება თუ არა იგი G20-ის მომავალ სამიტს, რომელიც ინდონეზიაში, ნოემბერში იგეგმება.
„გადაწყვეტილება მიიღება იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდება მოვლენები“, – აღნიშნა კრემლის სპიკერმა.