ფინეთის პრემიერმა, სანა მარინმა გავრცელებულ ვიდეოზე პირველი კომენტარი გააკეთა. პრემიერ-მინისტრის თქმით, მან იცოდა, რომ იღებდნენ, თუმცა ვიდეოს გასაჯაროება მისთვის მიუღებელია.
“ვიცეკვე, ვიმღერე და გავერთე – ყველაფერი სავსებით ლეგალურია. წვეულების დროს არ ვყოფილვარ ისეთ სიტუაციაში, სადაც დავინახე ან ვიცოდი, რომ სხვები ნარკოტიკებს მოიხმარდნენ”. – აღნიშნა მან.