23.11.2024

ფოტოგრაფი, რომელმაც ცნობილი ფოტო გადაიღო – მფრინავი ლელო allnews.ge

ლე­ვან ვერ­ძე­უ­ლი პრო­ფე­სი­ით ფი­ნან­სის­ტია და წლე­ბია ამ სფე­რო­ში მუ­შა­ობს. რო­გორც თვი­თონ ამ­ბობს, ფო­ტოგ­რა­ფია მისი მე­ო­რე ცხოვ­რე­ბაა, რო­მელ­საც “შა­ბათ-კვი­რის ცხოვ­რე­ბას” ეძა­ხის, ესაა დრო, რო­დე­საც სხვა­დას­ხვა სპორ­ტულ აქ­ტი­ვო­ბებს იღებს. ლე­ვა­ნი, ორი­ვე სფე­რო­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლია, თუმ­ცა სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი მას ისე იც­ნობს, რო­გორც გა­მორ­ჩე­ულ ფო­ტოგ­რაფს, რო­მე­ლიც ერთი კად­რით ყვე­ბა მთელ თა­მაშს.

მისი ერთ-ერთი ბოლო შე­დევ­რი სა­ქარ­თვე­ლო-რუ­სე­თის მატ­ჩის დროს გა­და­ღე­ბუ­ლი ვა­სილ ლობ­ჟა­ნი­ძის “მფრი­ნა­ვი ლე­ლოა”, რო­მელ­მაც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სხვა­დას­ხვა გვერ­დი მო­ი­ა­რა და ათი­ა­თა­სო­ბით ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბელ­მა იხი­ლა.

– და­ახ­ლო­ე­ბით 10-11 წე­ლია რაც რაგბს ვი­ღებ, თა­ვი­დან ფაქ­ტობ­რი­ვად არა­ნა­ი­რი გა­მოც­დი­ლე­ბა არ მქონ­და სპორ­ტის გა­და­ღე­ბის. არც ვი­ღებ­დი სხვა სპორ­ტს, გარ­და რაგ­ბი­სა. რაგბს იმი­ტომ, რომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მიყ­ვარს და სხვა სა­ხე­ო­ბას­თან შე­და­რე­ბით, უფრო კარ­გად მეს­მის. თა­ვი­დან, მთლი­ა­ნად სა­მოყ­ვა­რუ­ლოდ ვი­ღებ­დი, უფრო ვერ­თო­ბო­დი, ვიდ­რე იმა­ზე ვფიქ­რობ­დი რომ სუ­რა­თე­ბი რამე ღი­რე­ბუ­ლე­ბას წარ­მო­ად­გენს.

ნელ-ნელა უკვე უფრო მეტი ინ­ტე­რე­სი გაჩ­ნდა, შემ­დეგ ინ­ვეს­ტი­ცი­აც გა­ვა­კე­თე, გა­ცი­ლე­ბით უკე­თე­სი აპა­რა­ტუ­რა შე­ვი­ძი­ნე და აგერ უკვე დიდი ხა­ნია ჩვე­ნი ნაკ­რე­ბის ფაქ­ტობ­რი­ვად ყვე­ლა თა­მაშს ვი­ღებ, რო­გორც სა­ში­ნა­ოს, ისე სა­გა­რეო თა­მა­შებ­ზეც დავ­დი­ვარ. მოკ­ლედ, სა­დაც რამე სა­ინ­ტე­რე­სო ხდე­ბა რაგბ­ში დავ­დი­ვარ და ვი­ღებ.

– სხვა­თა­შო­რის, თვი­თონ ვას­კა ლობ­ჟა­ნი­ძემ “ინ­სტაგ­რამ­ზე” მომ­წე­რა და მი­თხრა, რომ ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა… გა­მი­ხარ­და. სამ­წუ­ხა­რო ისაა, რომ ჩვენ­თან ძა­ლი­ან ხში­რია, რო­დე­საც სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბებს უხე­შად არ­ღვე­ვენ და ამის გამო ბევ­რგან მქო­ნია კა­მა­თი. თან­ხის გა­დახ­და­ზეც არაა სა­უ­ბა­რი, ხში­რად ავ­ტორ­საც კი არ უთი­თე­ბენ და ამ ყვე­ლაფ­რის გამო, ხში­რად სა­ერ­თოდ უარს ვამ­ბობ კად­რე­ბის სა­ჯა­როდ და­დე­ბა­ზე.

ვას­კა ლობ­ჟა­ნი­ძის კად­რი გა­მო­ნაკ­ლი­სი იყო, ვი­ცო­დი კი­დეც რომ ყვე­ლა წა­ი­ღებ­და ამ ფო­ტოს, მაგ­რამ ისე­თი მო­მენ­ტი და­ვი­ჭი­რე, და­ნა­შა­უ­ლი იქ­ნე­ბო­და ამის არ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა. ამ კადრში ყვე­ლა­ფე­რი ერ­თად იყო: გა­მოც­დი­ლე­ბა, ალღო, იღ­ბა­ლი, მაგ­რამ იღ­ბალ­საც გა­მო­ყე­ნე­ბა უნდა. გა­მი­მარ­თლა, რომ ვას­კამ ზუს­ტად ჩემს წინ დადო ლელო, მაგ­რამ მე რომ მზად არ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, ეს კად­რი და­ი­კარ­გე­ბო­და.

– ლე­ვან, ემო­ცი­ის გამო, მა­გა­ლი­თად, ლე­ლოს და­დე­ბი­სას, თუ შეგშლია ხელი კად­რის გა­და­ღე­ბა­ში?

– შე­იძ­ლე­ბა შემ­შლია, მაგ­რამ არ მახ­სენ­დე­ბა რომ მეთ­ქვას რა დროს აღ­ნიშ­ვნ იყო, რა მა­გა­რი კად­რი გა­ვა­ფუ­ჭე-მეთ­ქი. ისე კი, ძა­ლი­ან ხში­რად არც მცოდ­ნია შეხ­ვედ­რა რა ან­გა­რი­შით დამ­თავ­რდა, მხო­ლოდ ემო­ცი­ე­ბით მივმხვდარ­ვარ ვინ მო­ი­გო და სახ­ლში მი­სულს გა­და­მიხ­ვე­ვია და მი­ნა­ხავს, რად­გან რაგ­ბი ძა­ლი­ან მიყ­ვარს და სტა­დი­ონ­ზე ვერ ვუ­ყუ­რებ ხოლ­მე. ჩათ­ვა­ლე რომ, რო­დე­საც სტა­დი­ონ­ზე ვარ ესაა ჩემი სამ­სა­ხუ­რი და ასეთ დროს გა­მიჯ­ნუ­ლი უნდა იყოს გულ­შე­მატ­კივ­რო­ბა საქ­მი­სა­გან, რო­მელ­საც აკე­თებ.

– ლე­ვან, რო­გო­რია ობი­ექ­ტი­ვი­დან და­ნა­ხუ­ლი რაგ­ბი?

– სა­ში­ნე­ლე­ბა. ისე­თი კარ­გი არა, რო­გორც სუ­რა­თებ­ზეა. ძა­ლი­ან რთუ­ლი სა­ყუ­რე­ბე­ლია, ობი­ექ­ტი­ვი­დან თა­მაშს კი არ უყუ­რებ რომ აი შე­ტე­ვაა, ან კარ­გი კომ­ბი­ნა­ცი­აა და ისი­ა­მოვ­ნო, არა­მედ იმა­ზე ფიქ­რობ, რომ წამი გა­ა­ჩე­რო, რო­მე­ლიც მნახ­ვე­ლის­თვის იქ­ნე­ბა სა­ინ­ტე­რე­სო. ესაა სპორ­ტის ფო­ტოგ­რა­ფია. სა­კუ­თარ საქ­მეს ვუ­ყუ­რებ რო­გორც მე­დი­ა­ტორს მო­თა­მა­შე­სა და გულ­შე­მატ­კი­ვარს შო­რის, შენი ვა­ლია რომ მნახ­ველ­თან ის ემო­ცია მი­ი­ტა­ნო, რა­საც იმ მო­ნეტ­ში გრძნობს სპორ­ტსმე­ნი

– გა­მორ­ჩე­უ­ლად საყ­ვა­რე­ლი სა­რაგ­ბო ფოტო თუ გაქვს?

– თუ ერთი უნდა ავარ­ჩიო, ესაა საფ­რან­გეთ­ში U20 მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი სუ­რა­თი, რო­დე­საც ჩვე­ნებ­მა ია­პო­ნია და­ა­მარ­ცხეს. ამ სუ­რათ­ში სპორ­ტუ­ლი აქ­ტი­ვო­ბა არაა, მთლი­ა­ნად ემო­ცი­აა. ბო­ლოს გელა აფ­რა­სი­ძემ დადო ლელო და ამის აღ­ნიშ­ვნის კად­რია. ფო­ტოგ­რა­ფებს ზო­გა­დად მო­ე­დან­ზე შეს­ვლა არ შეგ­ვიძ­ლია, მო­ედ­ნის კი­დი­დან ვი­ღებთ. ამ მო­მენ­ტში, მოხ­და ისე რომ აღ­მოვ­ჩნდი მო­ედ­ნის ცენ­ტრში, სა­დაც გუნ­დი აღ­ნიშ­ნავ­და გა­მარ­ჯვე­ბას და გა­და­ვი­ღე ეს კად­რი.

– სპორ­ტსმე­ნებ­თან ერ­თად თუ გან­გი­ხი­ლავს რო­მე­ლი­მე კად­რი ან რა­ი­მე შე­ნიშ­ვნა თუ უთ­ქვამთ?

– არა. სპორ­ტსმე­ნე­ბი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან და არის მო­მენ­ტე­ბი, როცა ვი­ღა­ცას სა­კუ­თა­რი თავი არ მოს­წონს. შე­იძ­ლე­ბა ვი­ღა­ცის ტა­ლა­ხი­ა­ნი ფოტო გა­და­ვი­ღო და მას ერ­ჩივ­ნოს ღი­მი­ლი­ა­ნი ფოტო გა­და­მე­ღო. ბევ­რი ნი­უ­ან­სია და ერ­თა­მეთ­თან დის­კუ­სი­ა­ში არ შევ­დი­ვართ. არის სუ­რა­თე­ბი, რო­მე­ლიც დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, თვი­თონ მო­თა­მა­შე­ებს არ გა­უ­ხარ­დე­ბო­დათ, მაგ­რამ ესაა ის­ტო­რია წა­ი­კი­თხეთ ვრცლად და ნა­ხეთ ფო­ტო­ე­ბი

ავ­ტო­რი: ლადო გო­გო­ლა­ძე

სტა­ტი­ა­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია ლე­ვან ვერ­ძე­უ­ლის ფო­ტო­ე­ბი

სტატია ეკუთვნის allnews.ge

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img