24.11.2024

ფრაქცია “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” პარლამენტის სხდომებს არ დაესწრება

ფრაქცია “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” პარლამენტის პლენარულ სხდომებს არ დაესწრება მანამ, სანამ, საქართველოს მთავრობა ქვეყნის ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას არ დაიცავს. ამასთანავე, დეპუტატ სალომე სამადაშილის განცხადებით, პარლამენტის ბოიკოტის მიუხედავად, ფრაქცია საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს. როგორც მან აღნიშნა, მამუკა ხაზარაძის გარდა, ფრაქციის სხვა წევრები მანდატის დატოვებას არ აპირებენ.

“ისტორიას არ რჩება დეტალები, არავის არ ემახსოვრება, რა ბრალდებებით არის დღეს დაპატიმრებული მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ ჩვენს ძალიან რთულ პოლიტიკურ ისტორიას შავ ფურცლად დარჩება მიხეილ სააკაშვილის შემდგომი გაუარესება და საფრთხე, რომელიც მის სიცოცხლეს ემუქრება. მიგვაჩნია, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის და მისი სიცოცხლის უფლების უზრუნველყოფა დღეს არის საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მთავარი ვალდებულებაა. შესაბამისად, ჩვენთვის არის უკიდურესად შემაშფოთებელი ის დამოკიდებულება, რასაც დღეს ხელისუფლება ავლენს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვის თვალსაზრისითი. მერწმუნეთ, რომ ჩვენს ისტორიას აქვს ძალიან მძიმე გამოცდილება და ჩვენს ქვეყანას არ აქვს რესურსი, რომ გადაიტანოს კიდევ ერთი ტრაგიკული შემთხვევა, რომელიც უკავშირდება ჩვენი სახელმწიფოს ყოფილ მეთაურს და იმ ადამიანს, რომელმაც ძალიან უთანასწორო ბრძოლა გამოუცხადა რუსეთს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის, ჩვენი დასავლური მომავლის უზრუნველსაყოფად. 

ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის ფრაქცია დღეს აცხადებს, რომ ჩვენ ვიყენებთ ჩვენთვის მონიჭებულ უფლებას საქართველოს კონსტიტუციით და საქართველოს რეგლამენტით და ვაცხადებთ, რომ არ მივიღებთ მონაწილეობას პარლამენტის პლენარული სხდომების მუშაობაში, სანამ სახელმწიფო და ხელისუფლება არ უზრუნველყოფს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის ადეკვატურ დაცვას და არ გაანეიტრალებს ყველა საფრთხეს, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს მის სიცოცხლეს. ფრაქციამ ამის შესახებ დღეს პარლამენტს ოფიციალურად მიმართა და მსურს, რომ ხელისუფლებამ, ისევე, როგორც საერთაშორისო პარტნიორებმა, მიიღონ ჩვენი პოლიტიკური ბოიკოტის შესახებ განაცხადი, როგორც ძალიან სერიოზული გაფრთხილება იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანა შედის უმძიმეს კრიზისში და მოითხოვს შესაბამის რეაგირებას როგორც ხელისუფლების, ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ არსებობს მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხები, რომელიც უნდა გადაიჭრას საქართველოს პარლამენტში, მათ შორის, უახლოეს მომავალში ველოდებით საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც არის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი ამ ქვეყნის მომავლისთვის და ჩვენ ცხადია, გამოვიყენოთ ჩვენი საპარლამენტო უფლებამოსილება ამ პოლიტიკური ცვლილებების მხარდასაჭერად. შესაბამისად, თქვენ იცით მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილება და დღეს ფრაქციის არც ერთი სხვა წევრი პარლამენტის დატოვების შესახებ გადაწყვეტილებას არ იღებს. ჩვენ დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება მოტივირებული პოლიტიკური ბოიკოტის შესახებ, რომელსაც აქვს კონკრეტული მიზანი და დანიშნულება”, – განაცხადა სამადაშვილმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img