ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ისევ აიკრძალა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
ავტოტრანსპორტის მოძრაობის აკრძალვის მიზეზი ამჯერად უხვი ნალექი და ნისლია.
„რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო (უხვი ნალექი, ნისლი) შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ10-კმ72 მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, – ნათქვამია განცხადებაში.