დღეიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება კვლავ სავალდებულო გახდა. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, დღეიდან შიდა და გარე სივრცეში სავალდებულო ხდება პირბადის გამოყენება.
„საბჭოს გადაწყვეტილებით, დაემატა ახალი რეგულაცია, რომელიც ეხება პირბადის სავალდებულო ტარებას. დღეიდან შიდა და გარე სივრცეში სავალდებულო ხდება პირბადის გამოყენება. ჩვენ თვეების განმავლობაში ყოველთვის ვამბობდიით, თუ რამდენად ეფექტურია პირბადე ინფექციისგან დასაცავად. დღევანდელი ეპიდვითარების გათვალისწინებით მიგვაჩნია, რომ ეს იქნება ერთ- ერთი ყველაზე მნიშველოვანი და ეფექტური საშუალება, რათა ჩვენ შევძლოთ და მოვახდინოთ მეოთხე ტალღის ეფექტურად დაძლევა“, – განაცხადა ტიკარაძემ.
ერთი კვირის წინ საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, პირბადის ტარება სავალდებულო გახდა ღია სივრცეში, სადაც ხუთზე მეტი ადამიანი იკრიბება.