24.11.2024

პოდოლიაკი – ყველა, ვინც ამბობს – „დათმე მიწა მშვიდობისთვის“, მზადაა, თვალი დახუჭოს გენოციდზე

ყველა, ვინც ამბობს: „დათმე მიწა მშვიდობისთვის“, მზადაა, თვალი დახუჭოს გენოციდზე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი „ტვიტერის“ გვერდზე წერს.

პოდოლიაკის თქმით, უკრაინიდან იძულებით გაყვანილ ადამიანთა რიცხვმა 1,6 მილიონს მიაღწია, რომელთაგან 260 000 ბავშვია.

„1,6 მილიონი დეპორტირებული (260 000 ბავშვი), ფილტრაციის ბანაკები, წამება, სასამართლოს გარეშე სიკვდილით დასჯა – „რუსული სამყაროს“ ნამდვილი სისხლიანი სახეა. ყველა, ვინც ამბობს: „დათმე მიწა მშვიდობისთვის“, მზადაა, თვალი დახუჭოს გენოციდზე, რათა საინფორმაციო გამოშვებებში ცუდი ამბები არ ნახოს“, – წერს პოდოლიაკი.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img