25.11.2024

Porsche-ს პირველ ელექტრო მინივენი გაყიდვაში მალე ჩაეშვება

Porsche Vision Renndienst-ის ექვს ადგილიანი მინივენი გაყიდვაში მალე ჩაეშვება. მოწინავე ავტოპილოტის წყალობით, Porsche Vision Renndienst-ის  მიკროავტობუსის მძღოლს შეუძლია გზას თვალი მოაშოროს და ყურადღება მოადუნოს.

ავტომობილის მძღოლის სავარძელი დამონტაჟებულია პირველი რიგის ცენტრში, მეორე რიგში ორი ცალკე მდგომი სკამია, ხოლო მესამე რიგში არის სამადგილიანი დივანი. საინტერესოა, რომ გერმანული ავტომწარმოებელი უკვე რამდენიმე წელია კონცეპტუალურ მანქანას ფრაგმენტულად წარმოგვიდგენს.

ავტომწარმოებელმა გამოაცხადა, რომ მანქანას აქვს ელექტრო ძრავა. ასევე ცნობილია, რომ მინივენი აღჭურვილია ავტონომიის მეხუთე დონის მოწინავე ავტოპილოტით – მძღოლს შეუძლია არა მხოლოდ საჭედან ხელების აღება, არამედ მთლიანად მოადუნოს ყურადღება და მგზავრებისკენ შეტრიალდეს (მძღოლის სავარძელი 180 გრადუსით ბრუნავს).

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img