21.11.2024

პრეზიდენტი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისათვის წინასაახალწლო მიღებას მართავს

ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისათვის წინასაახალწლო მიღებას მართავს.

მიღებას პოლიტიკური პარტიების ნაწილი ესწრება. მათ შორის არიან, როგორც მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” წარმომადგენლები, ასევე სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.

„ბევრი კითხვა დაისვა ამ მიღების შესახებ და მინდა, ორიოდე სიტყვა ვთქვა ამ თემაზე. ეს არის ნებისმიერი პრეზიდენტისთვის ჩვეულებრივი, ასეთი ტიპის მიღება. მომავალ დღეებში მექნება სხვა ღონისძიებები სამხედრო ხელმძღვანელებისთვის, არასამთავრობო ორგანიზებისთვის. ასე თუ იქნება გაშლილი, რადგან დღეს საშუალება არ გვეძლევა ერთად მოვიწვიოთ გარკვეული რეგულაციებიდან გამომდინარე. ეს არ არის რაღაც არაჩვეულებრივი, ძალიან ჩვეულებრივი მოვლენაა, რადგან მინდა მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი.

ასევე არ დავმალავ, რომ ამას აქვს თავისი მიზანი, რომელიც არის ცოტა ატმოსფეროს შეცვლა და ახალი განწყობის შემოტანა. ჩვენ ვართ განწყობის ხალხი და მნიშვნელოვანია შეიცვალოს რაღაც ოდენობით მაინც, ის განწყობა, რომელიც აწვება ქვეყანას.

ამათ არაფერი ისეთი ახალი ჯერ არ შემოვა,მაგრამ ეს არის პირველი ერთი ნაბიჯი, თუნდაც ერთად დგომა, პოზიტივი არის და პოზიტივად იქნებ აღქმული ჩვენი საზოგადეობის მიერ, რომელიც ძალიან მძიმედ განიცდის გაუთავებელ პოლარიზაციას, დაძაბულობას, რომელმაც რეალურად გააჩერა ჩვენი ქვეყანა. ამიტომ, მგონია, რომ ამ პროცესის დაწყება არის დროული.

30 წელი გავიდა, ჩვენი სახელმწიფო არის 30 წლის, ზრდასრული სახელმწიფო და დროა ჩვენ გამოვიდეთ ახალგაზრდული ჯახიდან და გადავიდეთ უფრო გამწიფებულ ახალ პოლიტიკაზე. ძალიან ბევრი მოვლენა იყო და გავიარეთ ძალიან რთული პროცესები, სადაც სულ იყო დაპირისპირება, ორი ბანაკი თუ არა მეტი და სამოქალაქო დაპირისპირება, არავის არ სურს, რომ დავინახოთ გამეორებული“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის ჩაშლა:ხელისუფლების ნაბიჯები და შედეგები

შესავალი საქართველო-გერმანიის სამხედრო თანამშრომლობა წლების განმავლობაში იყო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ქვაკუთხედი. დასავლეთის მხარდაჭერა სამხედრო პროგრამებში და საერთაშორისო მისიებში აქტიური ჩართულობა...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img