თურქული მედიის ცნობით, ქაბულში მესამე აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. გარდაცვლილი ამერიკელი სამხედროების რაოდენობა 13-მდე გაიზარდა, 20 კი დაჭრილია.
შეგახსენებთ, ავღანეთის დედაქალაქის აეროპორტში თვითმკვლელების მიერ თავდასხმის შედეგად მედიის ცნობით, სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა და 120 დაშავდა. აშშ-ში ვარაუდობენ, რომ თავდასხმა დიდი ალბათობით ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებმა მოაწყვეს