დღეს 27 სექტმებერია, სოხუმის დაცემის დღე და საქართველოს თანამედროვე ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღი. თუმცა ამ დღეს, ენგურს გაღმა სხვანაირად აღნიშნავენ, ეგნურს გამოღმა კი სხვანაირად. რაც ქართველებისთვის გლოვისა და მარცხის სიმბოლო გამხდარა, ის აფხაზებისთვის გამარჯვებას უკავშირდება.
კონფლიქტოლოგი, გიორგი კანაშვილი, ისტორიკოს დავით ჯიშკარიანთან ერთად შეეცადა აეხსნა, თუ რატომ აღვიქვამთ ქართველები და აფხაზები სამყაროს განსხვავებულად. როდის გაჩნდა პირველი ბზარი ურთიერთობებში? რა როლი ითამაშა საბჭოთა პოლიტიკამ? რომელმა წყენებმა მიგვიყანა 1992-1993 წლების ომამდე? ნახეთ და გაავრცელეთ ვიდეო მეტი სიმართლისთვის!