22.11.2024

ქათმის ხორცი შესაძლოა კიდევ გაძვირდეს – „ჩირინა”

ხორბლის და სიმინდის გაძვირება, შესაძლოა საქართველოში ქათმის როგორც ნედლი, ასევე გაყინული ხორცის გაძვირების მიზეზი გახდეს. როგორც „ბიზნეს ფორმულას“კომპანია „ჩირინას“ (ბიუ-ბიუს მწარმოებელი) დირექტორმა რევაზ ვაშაკიძემ განუცხადა, საერთაშორისო ბაზრებზე ქათმის ხორცის დეფიციტია და შესაბამისად, ფასების ზრდა მოსალოდნელია.

„სრული გაურკვევლობაა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. შესაბამისად, ყველაფერია მოსალოდნელი. ქათმის ხორცის დიდი დეფიციტია საერთაშორისო ბაზრებზე და ალბათ ფასი გაიზრდება. ამის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი თითქმის ორჯერ გაძვირებული საკვებია. ჩვენი პროდუქციის თვითღირებულებაში საკვების წილი 67%-ია“,- აცხადებს ვაშაკიძე.

მისი თქმით, „ჩირინას“ წელიწადში დაახლოებით 12 ათასი ტონა ხორბალი სჭირდება, რაზეც ფასები ფაქტობრივად გაორმაგებულია. ფასები გაზრდილია ასევე სიმინდზე, ზეთზე, ვიტამინებსა და ელექტროენერგიაზეც, რომლის წილიც ვაშაკიძის განმარტებით, ქათმის ხორცის თვითღირებულებაში 6%-ს აღემატება.

ქათმის ხორცის შესაძლო გაძვირებაზე მიანიშნებენ კომპანია „კოდაშიც“. მიზეზად ამ შემთხვევაშიც გაძვირებული საკვები, კერძოდ, სიმინდი და ხორბალი სახელდება. როგორც კომპანიაში აცხადებენ, საფურაჟე ხორბლის ფასი 55-60 თეთრიდან ლარამდე გაიზარდა. 50 თეთრიდან 92-95 თეთრამდე მოიმატა სიმინდის ფასმაც.

„საქსტატის“ მონაცემებით მიმდინარე წლის სექტემბერში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ქათმის ნედლი ხორცის ფასმა 26%-ით, ხოლო გაყინულის 14%-ით მოიმატა.

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გაყინული ქათმის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი საქართველოს 237%-ით გაეზარდა. მიმდინარე წლის 7 თვეში საქართველოდან $2.7 მილიონის 2.5 ათასი ტონა გაყინული ქათამია ექსპორტირებული.

წყარო: businessformula.ge

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img