21.09.2024
- Advertisement -spot_img

რატომ ვერ შეთანხმდნენ მამუკა ხაზარაძე და გიორგი გახარია?

ამ მოლაპარაკებების ჩავარდნა ნათლად აჩვენებს, რომ გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძის კოალიციის შექმნის მცდელობა თანაბარი ძალაუფლების და მართვის პრინციპებზე დაპირისპირების გამო ჩაიშალა. პროცესის გაუგრძელებლად და მოუმზადებლად დაწყებამ, რაც არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე მოხდა, მხარეებს არ მისცა საკმარისი დრო და სივრცე შეთანხმების დეტალებზე უფრო კარგად ემსჯელათ.

გახარიას განცხადების თანახმად, მას უფრო ადრე უნდა დაესრულებინა ეს მოლაპარაკებები, რადგან ნეიტრალური პლატფორმის დათმობა მეორეხარისხოვანი აღმოჩნდა ხაზარაძისთვის. ამ დათმობამ მისი თქმით, ხაზარაძის გუნდის “სიხარბე” წაახალისა და მოლაპარაკებები ჩიხში შეიყვანა.

ხაზარაძის უარი ნეიტრალურ პლატფორმაზე, ისევე როგორც პარიტეტულ მართვის პრინციპზე, გახდა მოლაპარაკებების მთავარი ბარიერი. მისი პოზიცია, რომ მას უკვე დიდი ინვესტიცია ჰქონდა ჩადებული „ლელოში“, და შესაბამისად, ნეიტრალური პლატფორმა არ იყო მისაღები, აჩვენებს, რომ ორივე მხარეს პოლიტიკური ურთიერთობების განაწილებაში მნიშვნელოვანი პრობლემები აქვთ.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი არის კოალიციის დაუშვებლობის პრინციპი „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიებთან მიმართებაში. მიუხედავად იმისა, რომ ორივე მხარე შეთანხმებას ცდილობდა, როგორც ჩანს, პირადი და პარტიული ინტერესები დომინირებდა საერთო მიზანზე – „ქართული ოცნების“ მმართველობის დასრულებასა და ქვეყნის ევროპულ გზაზე დაბრუნებაზე.

მიუხედავად პრეზიდენტის შუამდგომლობისა და ინიციატივისა, ამ მოლაპარაკებების ჩავარდნა ასახავს იმ სირთულეებს, რაც ქვეყნის პოლიტიკური ელიტის ერთიანობის მიღწევაში არსებობს. ეს აჩენს კითხვას – მზად არის თუ არა ქართული ოპოზიცია, გვერდზე გადადოს საკუთარი ინტერესები და საერთო მიზნისთვის გაერთიანდეს?

ქართველ ამომრჩევლებს, რომლებსაც მშვიდობიანი, ევროპული მომავლის იმედი აქვთ, ამგვარი დაპირისპირებები მხოლოდ იმედგაცრუებას უქმნის. მოლაპარაკებების ჩაშლა კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ პერსონალური ინტერესები და ამბიციები უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ვიდრე ქვეყნის საერთო, ევროპული მომავლისთვის ბრძოლა.

რას არ დათანხმდა მამუკა ხაზარაძე:

1. არ დათანხმდა ნეიტრალურ პლატფორმას, თქვა, რომ მას ბევრი მილიონი აქვს ჩადებული ლელოში და ნეიტრალური პლატფორმა ამის და დროის სიმცირის გამო არის შეუძლებელი.

2. გადაწყვეტილების მიღების პარიტეტის სამართლიან პრინციპს. ითქვა, რომ იქ კოალიცია და ბევრი სუბიექტია, თუმცა, ამ სუბიექტებთან ურთიერთობა მაშინაც და დღესაც არის გაურკვეველი.

3. კოალიციის დაუშვებლობის პრინციპს არამხოლოდ ქართულ ოცნებასთან, არამედ, ნაციონალურ მოძრაობასთანაც.

ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ უარი ვთქვით ყველაფერზე – პარტიაზე და პარტიულ ნომერზე, რამაც საპასუხო კომპრომისის ნაცვლად კიდევ უფრო მეტი მადა აღუძრა მეორე მხარეს და საბოლოოდ და სრულად ააცილა ეს მოლაპარაკებები მიზანს.

ამიტომ, ჩვენ ვუბრუნდებით თავდაპირველ მიზანს და ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელ პრინციპებს, ჩვენს მზაობას შემდეგი პრინციპებით:

1. ნეიტრალური პლატფორმა

2. გადაწყვეტილების მიღების სამართლიანი, პარიტეტული პრინციპი

3. კოალიციის დაუშვებლობის პრინციპი როგორც ქართულ ოცნებასთან, ისე ნაციონალურ მოძრაობასთან.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოსა და ევროკავშირს შორის დისტანციის ზრდის საფრთხე: სავიზო რეჟიმის შეჩერების რისკები

პაველ ჰერჩინსკი - თუ არჩევნები არ ჩაითვლება სამართლიანად და თავისუფლად, სამწუხაროდ, იძულებული ვიქნებით, გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ზომები -...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img