2021 წლის სექტემბერში საქართველოში 160 763 საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 226.4 პროცენტით მეტია, – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ანგარიშშია ნათქვამი.
ანგარიშის მიხედვით, სახმელეთო გზით საერთაშორისო ვიზიტორების მიერ საქართველოში 82 850 ვიზიტი განხორციელდა, საჰაერო გზით – 76 818, საზღვაო გზით – 526 და სარკინიგზო გზით – 574.
კონკრეტული ქვეყნების მონაცემები კი ასეთია:
თურქეთი – 32 628 ვიზიტორი,
სომხეთი – 18 656 ვიზიტორი,
რუსეთი – 18 442 ვიზიტორი,
საქართველო (არარეზიდენტი) – 13 223 ვიზიტორი,
ისრაელი – 9 331 ვიზიტორი,
აზერბაიჯანი – 8 787 ვიზიტორი,
უკრაინა – 7 044 ვიზიტორი,
ინდოეთი – 4 993 ვიზიტორი,
საუდის არაბეთი – 4 917 ვიზიტორი,
ფილიპინები – 4 830 ვიზიტორი,
ყაზახეთი – 4 624 ვიზიტორი,
უზბეკეთი – 4 014 ვიზიტორი,
ირანი – 3 851 ვიზიტორი, ბელარუსი – 2 286 ვიზიტორი,
აშშ – 1 488 ვიზიტორი.