უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის განაცხადებით, რუსები დონბასისთვის გადამწყვეტი ბრძოლისთვის ემზადებიან და 24 აპრილამდე რაღაც სახის გამარჯვების მოპოვება სურთ. მისი თქმით, რუსი ოკუპანტები წარმატებას ვერ მიაღწევენ და უკრაინა ამ შეტევას გაუძლებს.
”მათ ძალიან ეჩქარებათ, რადგან დროში არიან შეზღუდული. მათ სურთ, რომ გარკვეული ტაქტიკური უპირატესობის მოპოვება მოასწრონ, რასაც, გარკვეულწილად, შემდეგ ისე წარმოაჩენენ, როგორც ამ სპეცოპერაციაში რუსეთი გაიმარჯვებას. ისინი აღდგომისთვის ჩქარობენ“, – განაცხადა ბუდანოვმა.