ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს 20-ზე მეტ ავტობუსს, რომელსაც მარიუპოლიდან საევაკუაციო დერეფნით მოსახლეობა გაჰყავდათ.
როგორც ზაპოროჟიეს ოლქის ხელმძღვანელმა ალექსანდრე სტარუხმა აღნიშნა, თავდასხმის შედეგად 4 ბავშვი დაიჭრა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთ-ერთი ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულია.
“ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ ადამიანების გაყვანას და ცხოვრების ნორმალურ პირობებში დაბრუნებას. დღეს მძიმე დღეა, რადგან ისევ ბავშვები იტანჯებიან. 4 ბავშვი საავადმყოფოშია გადაყვანილი”, – აღნიშნა სტარუხმა