რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქში მდებარე ქალაქი იზიუმი დაბომბეს, – ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინულ „ტელეგრამის“ არხებზე ვრცელდება.
იზიუმის ქალაქის მერის მოადგილის განცხადებით, თავდასხმას სულ მცირე 3 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.
„იზიუმის დაბომბვის შედეგად სულ მცირე სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ჭურვი მაღალსართულიან კორპუსსა და კერძო სახლს მოხვდა“, – განაცხადა ქალაქის მერის მოადგილე ვლადიმერ მაცოკინმა.
წყარო:pia.ge