23.11.2024

რუსეთის აგრესიას უკრაინაში 352 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

რუსეთის შეჭრიდან დღემდე უკრაინაში 352 ბავშვი დაიღუპა, 657-ზე მეტმა კი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

“ყველაზე მეტი ბავშვი დონეცკის ოლქში დაზარალდა – 352 მათგანი, ხარკოვში – 191, კიევში – 116, ჩერნიგოვში – 68, ლუჰანსკში – 61, მიკოლაევში – 53, ხერსონში – 52, ზაპოროჟიეში – 31” – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

უწყების ცნობითვე, მონაცემები საბოლოო არაა, რადგან არ მოიცავს მსხვერპლთა მონაცემებს იმ ადგილებიდან, სადაც აქტიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს და იმ ტერიტორიებს, რომლებიც რუსეთის ძალების მიერ არის ოკუპირებული.

რუსული ძალების დაბომბვის შედეგად 2 126 საგანმანათლებლო დაწესებულება დაზიანდა, 216 კი მთლიანად განადგურდა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img