22.11.2024

რუსეთის “პირველი არხის” ყოფილი რედაქტორი მარინა ოვსიანიკოვა დააკავეს, 2 დღის წინ მან კრემლთან გაშალა პლაკატი – “პუტინი მკვლელია”

მოსკოვში რუსეთის “პირველი არხის” ყოფილი რედაქტორი, მარინა ოვსიანიკოვა ისევ დააკავეს. ინფორმაცია და დაკავების ფოტოები ჟურნალისტის “ფეისბუქ” და ტელეგრამ-გვერდებზე გავრცელდა. მოსკოვის ოლქის პოლიციამ ოვსიანიკოვა საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავა, რაც დაადასტურა მისმა ადვოკატმა, დმიტრი ზახვატოვმა. ადვოკატი ამბობს, რომ არ იციან, სად გადაიყვანეს ოვსიანიკოვა. ჯერჯერობით უცნობია დაკავების ოფიციალური მიზეზიც.

ოვსიანიკოვამ 15 ივლისს ერთკაციანი აქცია გამართა კრემლთან ახლოს. მას ხელში ეჭირა პლაკატი წარწერით: “პუტინი მკვლელია. მისი ჯარისკაცები ფაშისტები არიან. დაიღუპა 352 ბავშვი. კიდევ რამდენი ბავშვი უნდა მოკვდეს, რომ გაჩერდეთ?”

ცნობისათვის, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში, 14 მარტს ოვსიანიკოვა პირველი არხის მთავარი საინფორმაციო გამოშვების ეთერში შევიდა პლაკატით და მოწოდებებით: “არა ომს! არ დაუჯეროთ პროპაგანდას, აქ თქვენ გატყუებენ!”. პირდაპირ ეთერში შესვლამდე მან გადაიღო ვიდეო, რომელშიც რუსეთის მოქალაქეებს ომის საწინააღმდეგო აქციებისკენ მონაწილეობაში მოუწოდა. ის დააკავეს და ამ ვიდეოსთვის 30 ათასი რუბლით დააჯარიმეს, სისხლის სამართლის საქმე კი ძალაში დარჩა.

როგორც ცნობილია, მას შემდეგ, რაც ოვსიანიკოვა რუსეთის პირველი არხიდან გაათავისუფლეს, მან რამდენიმე თვე უცხოეთში გაატარა. რამდენიმე თვის წინ ის სტაჟირებას გადიოდა გერმანულ მედია Die Welt-ში, თუმც მოგვიანებით ჟურნალისტი რუსეთში დაბრუნდა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img