სოციალურ ქსელში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება რუსეთის მოქალაქეების “აფხაზური თავგადასავლების” ის ვიდეო, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მათი საზაფხულო არდადეგების ნეგატიურ გამოცდილებაზე გვიყვება. ეს ვიდეო ყველაფერთან ერთად აჩვენებს თუ რამდენად ღრმად არის გამჯდარი კრიმინალური მენტალობა ადგილობრივ მოსახლეობაში. გარდა ამისა, ვიდეო შესაძლებლობას გვაძლევს ვიფიქროთ, თუ რამდენად დადებითად არიან განწყობილები ე.წ. “სტრატეგიული პარტნიორის” მიმართ ადგილობრივები.