03.12.2024

რუსული ФСБ– დარია დუგინას მკვლელობა გახსნილია

რუსული ФСБ აცხადებს, რომ გახსნეს დარია დუგინას მკვლელობის საქმე.

მათი მტკიცებით, მკვლელობა უკრაინის სპეცსამსახურებმა მოამზადეს, შემსრულებელი კი უკრაინის მოქალაქე, 1979 წელს დაბადებული ნატალია ვოვკია, რომელიც “დანაშაულის ჩადენის შემდეგ ესტონეთში მიიმალა”.

ინფორმაცია რუსულმა სამთავრობო მედია ТАСС-მა გაავრცელა.

გამოცემის თანახმად, ფსბ-ის განცხადებით:

“ნატალია ვოვკი რუსეთში 2022 წლის 23 ივლისს ჩავიდა 2010 წელს დაბადებულ ქალიშვილთან, შაბან სოფიასთან ერთად. “მკვლელობის დღეს ვოვკი და შაბან სოფია იმყოფებოდნენ ლიტერატურულ და მუსიკალურ ფესტივალზე “ტრადიცია”, რომელსაც დუგინა საპატიო სტუმრის სტატუსით ესწრებოდა. 21 აგვისტოს, დუგინას მიერ მართული Toyota Land Cruiser Prado-ს დისტანციურად აფეთქების შემდეგ, ვოვკი და მისი ქალიშვილი პსკოვსკის რეგიონის გავლით ესტონეთში გაეგმზავრნენ”.

სპეცსამსახურის მტკიცებით, დარია დუგინას მკვლელობის ორგანიზებისა და ინფორმაციის მოპოვებისთვის ვოვკმა შვილთან ერთად მოსკოვში ბინა იმავე კორპუსში იქირავა, რომელშიც დუგინა ცხოვრობდა. ის გამოიყენებდა მანქანას მინი კუპერი.

ინფორმაციისთვის, მოსკოვში კრემლის პროპაგანდისტის, ალექსანდრ დუგინის შვილი, დარია დუგინა მანქანაში 20 აგვისტოს, ღამით ააფეთქეს. გავრცელებული ინფორმაციით, იმავე მანქანაში თავად დუგინი უნდა ყოფილიყო, თუმცა, ბოლო მომენტში სხვა მანქანაში ჩაჯდა. სავარაუდოდ, სამიზნე სწორედ ის იყო.

დარია დუგინა დაიღუპა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს საპროტესტო აქციების 2დღე: დარბევა, ძალადობა მედიაზე და ბრძოლა ევროპული მომავლისთვის

გასული ორი დღე საქართველოს ისტორიაში ჩაიწერება როგორც მძიმე პოლიტიკური კრიზისისა და ძალადობრივი დარბევის პერიოდი. მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img