საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოში, ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს : საქართველოს პრეზიდენტის სასახლე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, საქართველოს პარლამენტი და სხვა სახელმწიფო შენობები.
საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული.
ოკუპაციის ასიათასობით მსხვერპლთა პატივსაცემად, ტრადიციულად ამ დღეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები ეშვება.
1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია.