დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 666 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 938 შემთხვევა, აჭარა – 378, იმერეთი – 362, ქვემო ქართლი – 179, შიდა ქართლი – 205, გურია – 54, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 175, კახეთი – 222, მცხეთა-მთიანეთი -83, სამცხე-ჯავახეთი – 39, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 31.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 25 844 საიდანაც 5 185 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 792, აჭარაში – 497, იმერეთში – 650.
მძიმე პაციენტია 996 პირი, მათ შორის, თბილისში – 448, აჭარაში – 76, იმერეთში -236. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 215 პირი, მათგან თბილისში – 164, აჭარაში – 4, იმერეთში – 14.
1 763 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 933 – თბილისში, 504- აჭარაში.
18 896 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 64 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 56, ხოლო აჭარაში – 8.