23.11.2024

სადეპუტატო იმუნიტეტის მოსახსნელად საჭირო ხმების რაოდენობა იზრდება

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რეგლამენტში შესატან ცვლილებებზე მსჯელობენ, რომლითაც სადეპუტატო იმუნიტეტის მოსახსნელად საჭირო ხმების რაოდენობა იზრდება

“პროექტი პარლამენტის წევრისთვის იმუნიტეტის მოხსნას ან შეჩერებას ითვალისწინებს, რომლის მისაღებად საჭირო ხდება დეპუტატთა სამი მეხუთედის ანუ 90 დეპუტატის თანხმობა, ნაცვლად აქამდე არსებული 50 დეპუტატისა თანხმობისა. გადაწყვეტილების მისაღებად ფაქტიურად, დეპუტატთა ხმების გაორმაგება ხდება”, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი განმარტებით, აღნიშნული საკითხი ყველა მოწვევის პარლამენტისთვის იყო გარკვეული პოლიტიკური დაპირისპირების და პოლარიზაციის საგანი.

“ევროკავშირის პრეზიდენტის მედიაციით შექმნილ დოკუმენტში ასახული იყო ერთ-ერთი მიზანი, რომ პარლამენტის მხრიდან გადადგმულიყო ისეთი ნაბიჯები, რომელიც მოხსნიდა პოლიტიკური პოლარიზების საკითხს ქართულ პოლიტიკაში”, – განაცხადა მომხსენებელმა.

საპარლამენტო ოპოზიციის წევრები, დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნის თანხმობისთვის პარლამენტის წევრთა ხმების კიდევ უფრო გაზრდას ითხოვენ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img