საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინაში საქართველოს საელჩოს თანამშრომლებს რეკომენდაციით მიმართავს, სურვილის შემთხვევაში, კიევიდან ოჯახის წევრების გამოყვანის შესახებ გადაწყვეტილება მიიღონ.
როგორც სამინისტრო განმარტავს, უკრაინაში საქართველოს დიპლომატიური მისია მუშაობას განაგრძობს.
„უკრაინაში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი და თანამშრომლები რჩებიან ადგილზე. ქართველ დიპლომატებს მხოლოდ რეკომენდაცია მიეცათ, სურვილის შემთხვევაში, ოჯახის წევრების გამოყვანის შესახებ გადაწყვეტილება მიიღონ.”