22.11.2024

საიას თავმჯდომარე – პირველი ნაბიჯი ხელისუფლებამ უნდა გადადგას და პასუხისმგებლობა აიღოს, შემდეგ კი, ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიდეს

ძალიან მნიშვნელოვანია, პოლიტიკურმა პარტიებმა ისაუბრონ, დაახლოვონ პოზიციები. შეხვედრაზე საუბარი გარკვეულ კომპრომისებზე იყო, რადგან კომპრომისების გარეშე კონსენსუსი ვერ შედგება, – ამის შესახებ “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სიმონიშვილმა  კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, პირველი ნაბიჯი ხელისუფლებამ უნდა გადადგას და პასუხისმგებლობა თავის თავზე უნდა აიღოს, შემდეგ კი ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიდეს.

“ძალიან მნიშვნელოვანია, პოლიტიკურმა პარტიებმა ისაუბრონ, დაახლოვონ პოზიციები. საუბარი გარკვეულ კომპრომისებზე იყო, რადგან კომპრომისების გარეშე კონსენსუსი ვერ შედგება. პროცედურულად რომ ვთქვათ, რა თქმა უნდა, ხელისუფლებამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, მაგრამ ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიდეს, რათა რეფორმები გატარდეს, იმიტომ რომ სამართლებრივადაც კი შეუძლებელია, ოპოზიციის გარეშე ამ რეფორმების განხორციელება. პირველი ნაბიჯი ხელისუფლებამ უნდა გადადგას და პასუხისმგებლობა უნდა აიღოს თავის თავზე და შემდეგ ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიდეს და ამ პროცესებში მონაწილეობა უნდა მიიღოს”, – განაცხადა სიმონიშვილმა.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი და აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი ესწრებოდნენ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img