22.11.2024

სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 2021 წელს საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის შემაჯამებელ ნაწილში ყურადღება გამახვილებულია სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის პრობლემებზე, შესაბამისი უწყებების მიერ თვითნებურ ან შერჩევით დაკავებებზე, გამოძიებებზე, რომლებიც, სხვადასხვა ანგარიშის თანახმად, ფართოდაა მიჩნეული პოლიტიკურად მოტივირებულად.

შეჯამებაში ასევე ხაზგასმულია კონფიდენციალურობის უკანონო დარღვევის პრობლემა, ძალადობა და მუქარა ჟურნალების მიმართ, მშვიდობიანი დაჯგუფებებისა და გაერთიანებების შეზღუდული პატივისცემა, დანაშაულები, რომლებიც მოიცავს ძალადობას ან მუქარას ლესბოსელების, გეების, ბისექსუალების, ტრანსგენდერების, ქვიარ, ინტერსექს ადამიანებისა და აქტივისტების მიმართ.

ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ საქართველოში რიგი დანაშაულების გამო დაუსჯელობა პრობლემად რჩება.

“მთავრობამ მიიღო ზომები ზოგიერთი თანამდებობის პირის მიერ ადამიანების უფლებების დარღვევის გამოძიებისთვის, მაგრამ დაუსჯელობა პრობლემად რჩება. მთავრობის მიერ 5-6 ივლისს მომხდარი ძალადობის ორგანიზატორების წინააღმდეგ სარწმუნო გამოძიების არჩატარებამ და სისხლისსამართლებრივი დევნის აუღსრულებლობამ გამოიწვია ამ ძალადობის დაუსჯელობა. პოლიტიკური ანგარიშვალდებულების ნაკლებობა ასევე გამოიხატება 2019 წლის ივნისის დემონსტრაციების დროს ჟურნალისტებისა და მომიტინგეების მიმართ პოლიციის მიერ არასათანადო ძალის გამოყენებაში, ასევე აქტივისტ აფგან მუხთარლის საქართველოდან გატაცების და აზერბაიჯანისთვის გადაცემაში”. – ვკითხულობთ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტში ასევე საუბარია 2021 წლის განმავლობაში ქვეყანაში მომხდარი სხვადასხვა საკითხის შესახებ. მათ შორის, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკავების და მის მიმართ მოპყრობის, ნინოწმინდის პანსიონის, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებისა და სხვა საკითხების შესახებ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img