პარტია “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განახლებულ დოკუმენტს ხელს მოაწერს, როგორც “ინდივიდუალური პარლამენტის წევრი”. პრეზიდენტის ორბელიანების სასახლესთან, სამადაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოსთან შეთანხმებულია.
“ენმ თავს შეიკავებს დოკუმენტის ხელმოწერისგან, სანამ ნიკა მელია პატიმრობაშია. პოლიტსაბჭოსთან შეთანხმებით, მე გადავწყვიტე, როგორც ინდივიდუალურმა წევრმა ხელი მოვაწერო ამ დოკუმენტს”, – თქვა სამადაშვილმა.