25.11.2024

სამადაშვილი – არავინ აპირებს ინდულგენციის გაცემას მაკო გომურის დასახიჩრებაზე პასუხისმგებელი პოლიციელისთვის

ძალიან ბევრი ცრუ ინფორმაცია ვრცელდება ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით, არავინ აპირებს ინდულგენციის გაცემას მაკო გომურის დასახიჩრებაზე პასუხისმგებელი პოლიციელისთვის, – ამის შესახებ სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

სამადაშვილის თქმით, ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით საუბარი არის კონკრეტულ საქმეებზე, სადაც უკვე აღძრულია სისხლის სამართლებრივი დევნა და საუბარი არის იმაზე, რომ ამნისტია შეეხება კონკრეტულ პირებს.

“მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ არავის აღუძრავს არანაირი საქმე არც მაკო გომურის დასახიჩრებაზე პასუხისმგებელ პირთან მიმართებაში, არც ბრძანების გამცემ პირებთან დაკავშირებით და საერთოდ, დაზარალებულის სტატუსიც კი ვისთვის აქვს მინიჭებული “ქართულ ოცნებას” დღემდე საბოლოოდ დაუდგენელია, ამიტომ, აქ საუბარი არის ამნისტიაზე, რომელიც შეეხება კონკრეტულ პირებს. ამ ამნისტიის კანონპროექტით მომავალში არავის არანაირი ინდულგენცია არ ექნება. ეს მინდა, ყველას კარგად ესმოდეს. ჩვენ ახლა, ვსაუბრობდით არასამთავრობო ორგანიზაციებთან იმისთვის, რომ მათი აზრიც მოვისმინოთ სამართლებრივი ტექნიკის თვალსაზრისით. ვსაუბრობდით მათ, როგორ ესახებათ სწორი გზა იმისათვის, რომ ჩვენ ყველანაირად დავიცვათ ის ინტერსები, რაც აქვთ დაზარალებულებს, საზოგადოებას, რათა 20 ივნისის მოვლენები მომავალში არ დარჩეს რეაგირების გარეშე. ნახეთ სენატის რეზოლუციის პროექტი და ნახეთ, რომ დღეს ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავალის უზრუნველყოფისთვის ამ შეთანხმების რეალიზაციას აქვს უდიდესი მნიშვნელობა. ამიტომ, მიმაჩნია, რომ ყველანაირი პროპაგანდა ამ შეთანხმების წინააღმდეგ უკვე ატარებს ანტიდასავლური პროპაგანდის სახეს. მიმაჩნია, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, პასუხი უნდა გავცეთ ყველა შეკითხვას, რაც ამ შეთანხმებასთან დაკავშირებით არსებობს. მინდა თქვენი მეშვეობით ვუთხრა მათ, 20 ივნისის დაზარალებულებს, რომ მათ შორის, ჩვენ ვართ მათი წარმომადგენლები ამ პროცესში, ჩვენ ვიცავთ ამ პროცესში დაზარალებულების ინტერესებს და არა, პირიქით. ამ შეთანხმების სულისკვეთება არავისთვის არის ინდულგენციის მიცემა ვინც არის პასუხისმგებელი ან პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე ან მაგალითად იმაზე, რომ მაკო გომური, დღეს, სამწუხაროდ არის დასახიჩრებული, ასევე სხვა ადამიანებიც, ვინც იმ ღამეს მიიღეს სხეულის მძიმე დაზიანება “, – განუცხადა სამადაშვილმა ჟურნალისტებს სასტუმრო “რუსმთან”, სადაც შეთანხმების დოკუმენტზე ხელმომწერ ოპოზიციასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის შეხვედრა გაიმართა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img