22.11.2024

„სამართლიანი არჩევნები“ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის ანგარიშს აქვეყნებს

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის ანგარიშს აქვეყნებს.

დოკუმენტი მოიცავს მიმდინარე წლის 1-ლი ივნისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით პერიოდს და მასში საუბარია საარჩევნო ადმინისტრაციის წინაშე არსებულ გამოწვევებზე. ასევე, შეფასებულია საარჩევნო რეფორმის შედეგები.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, საანგარიშო პერიოდში სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება/ზეწოლის ტენდენცია, ძირითადად, რეგიონებში გამოვლინდა.

ამასთან, ანგარიშში ნათქვამია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მსგავსად, პრობლემად რჩება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენელთა წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართულობა.

„გამოვლინდა სავარაუდოდ ამომრჩევლის გულის მოსაგებად განხორციელებული აქტივობები, დაანონსებული მასშტაბური აქციები, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტებში ცვლილებების შეტანის მასშტაბური ტენდენცია.

გამოვლინდა: „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებზე ზეწოლის 2 ფაქტი, სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების/წასვლის იძულების 2 ფაქტი, ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების 4 შემთხვევა, მმართველი პარტიის კანდიდატების არაოფიციალური კამპანიის 4 შემთხვევა და ქალი პოლიტიკოსების წინააღმდეგ მიმართული დისკრიმინაციისა და ძალადობის 5 ფაქტი“, – ნათქვამია ანგარიშში.

ასევე, ანგარიშის თანახმად, საარჩევნო ადმინისტრაციის წინაშე მდგარი უმთავრესი პრობლემა, რომელიც მის მიმართ ნდობის ნაკლებობაში გამოიხატება, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, კვლავ გადაუჭრელია.

,,სამართლიანმა არჩევნებმა“ ცესკოს თავმჯდომარის პოზიციაზე მხარი არცერთ კანდიდატს არ დაუჭირა, რადგან არცერთი კონკურსანტი სრულად არ აკმაყოფილებდა ორგანიზაციის მოთხოვნებს. ორგანიზაციის შეფასებით, საარჩევნო პროცესისა და საარჩევნო ადმინისტრაციისადმი ნდობის ამაღლების მნიშვნელობის გათვალისწინებით, კომისიას უფრო მაღალი სტანდარტით უნდა ეხელმძღვანელა.

„სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ 19 აპრილის შეთანხმების საფუძველზე, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესის ცვლილება, როგორც პარტიებს შორის კონსენსუსის გამოხატულება, უნდა ასახულიყო კანდიდატების მრავალპარტიულ მხარდაჭერაში.

„ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების მაღალი ლეგიტიმაციითა და მრავალპარტიული მხარდაჭერით არჩევას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ფონზე. სამწუხაროდ, ვერც პრეზიდენტის მიერ შექმნილი საკონკურსო კომისიისა (თავმჯდომარეობის კანდიდატის შემთხვევაში) და ვერც პარლამენტში მიმდინარე განხილვის ეტაპზე, ვერ მოხერხდა იმგვარი კანდიდატების არჩევა, რომლებსაც მაღალი ნდობა ექნებოდათ საზოგადოებასა და პოლიტიკურ სპექტრში. შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაციის წინაშე მდგარი უმთავრესი პრობლემა, რომელიც მის მიმართ ნდობის ნაკლებობას უკავშირდება, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, კვლავ გადაუჭრელია“, – აღნიშნულია ანგარიშში.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img