22.11.2024

სამნიძე კობახიძეს – ფრთხილად, ბატონო ირაკლი! კომუნისტებიდან მესმის ეს ტექსტები ბერძენიშვილებთან დაკავშირებით, მაგრამ ვერცერთმა ვერ შეძლო ამ პროცესში იმის მიღწევა, რისი მიღწევაც გინდათ

“რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ ლევან ბერძენიშვილთან დაკავშირებულ განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ იდენტობას და ამ ქვეყნის მომავალს ებრძვის მმართველი გუნდი, როდესაც რეალურ პრობლემებზე არ ლაპარაკობს და ცდილობს ეს საზოგადოება კიდევ უფრო დააპირისპიროს ერთმანეთს, არაფრის გამო, ფსევდოპატრიოტიზმის გამო.

ქვეყნისთვის ეკონომიკური პრობლემები, სიღარიბე, უმუშევრობა, ხალხის წასვლა ამ ქვეყნიდან, ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი, ოკუპაცია, პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ყოველ მეორე თვესაა ამ ქვეყანაში, დაპირისპირება, პოლარიზაცია – ეს ის საკითხებია, რომელზეც მმართველი პარტიის თავმჯდომარე უნდა საუბრობდეს და გამოსავალს სთავაზობდეს ადამიანებს. ამის ნაცვლად გვესმის მისგან ძალადობის წახალისება, რომელსაც აქვს ქვეყანაში ადგილი და მასთან ერთად ერთგვარი მოწოდება, რომ მომავალშიც ყველა მოძალადე, ვინც არ ეთანხმება რომელიმე პოლიტიკოსს, პოლიტიკურ შეხედულებას, მზად იყოს, რომ მათი თავდასხმა არ იქნება დასჯილი. პირიქით, თურმე, ახლა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ უნდა ისაუბროს ეროვნულ იდენტობაზე და სინამდვილეში, მეფის და ერეკლე მეორეს კრიტიკა კი არ არის მისთვის პრობლემა, „ქართული ოცნების“ მეფე, მთავარი პატრონი, ამ ქვეყნის არაფორმალური მმართველი რომ გააკრიტიკა ლევან ბერძენიშვილმა, ეს არის პრობლემა. ყველას შევახსენებ – ფრთხილად, ბატონო ირაკლი! კომუნისტებიდან მესმის ეს ტექსტები ბერძენიშვილებთან დაკავშირებით, მაგრამ ვერცერთმა ვერ შეძლო ამ პროცესში იმის მიღწევა, რისი მიღწევაც გინდათ,“- განაცხადა სამნიძემ.

მისივე თქმით, ახლა მმართველი პარტიის მიზანია ის, რომ რეალური პრობლემებისგან ყურადღება გადაიტანოს.

„ალდემ მიიღო რეზოლუცია და მხარი დაუჭირა ამ ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭებას. „ოცნება“ არ აკეთებს არაფერს და იმის ნაცვლად, რომ ამაზე მოგვესმინა მმართველი პარტიის თავმჯდომარის განცხადება, ისევ მოვისმინეთ ძალადობის წახალისება. ისევ მოვისმინეთ თურმე იდენტობას ებრძვის ვინმე. იდენტობას და ამ ქვეყნის მომავალს ებრძვით თქვენ, როდესაც რეალურ პრობლემებზე არ ლაპარაკობთ და ცდილობთ ეს საზოგადოება კიდევ უფრო დააპირისპიროთ ერთმანეთს, არაფრის გამო, ფსევდოპატრიოტიზმის გამო, ძალადობა რომ არის თქვენი მთავარი დნმ. გუშინ ჩემმა შვილმა პირველად მითხრა, გარეთ საღამოს მარტო ნუ გახვალო, მარტო ამ სიტყვების გამო არ გაპატიებთ არცერთ შემთხვევაში, როცა ამ ქვეყანაში მოძალადეებს მოუწოდებთ და წაახალისებთ ძალადობას. არავის შეგვეშინდება ამ ქვეყანაში მარტო სიარულის. ამას გვემუქრებოდნენ გუშინ სწორედ ისინი, ვინც თქვენ წაახალისეთ! ასეთ მოძალადეებს ახალისებდა დღეს მის გამოსვლაში მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. ფრთხილად, ბატონო ირაკლი! ასეთი მეთოდებით იბრძოდნენ ყველა ხელისუფლების დროს და არ შეიძლება ქვეყანაში, სადაც ასეთი სიღრმე აქვს პოლარიზაციასა და დაპირისპირებას, კიდევ ერთხელ მოუწოდოთ ადამიანს, რომ თავს დაესხას სხვა ადამიანს განსხვავებული პოზიციის გამო. ფრთხილად და ილაპარაკეთ რეალურ პრობლემებზე, რეალურ გამოწვევებზე ამ ქვეყანაში! ილაპარაკეთ იმაზე, რომ ქვეყნის ინტერესებს აზიანებთ თქვენ, თქვენი არაფრის კეთებით, ძალადობისკენ მოწოდებით და თავდასხმებით ევროპულ პარტნიორებთან, წახალისებით, იმ მოძალადეების, რომლებიც თავს ესხმიან ქვეყანაში თქვენგან განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს,“- განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img