25.11.2024

საპატრიარქო – ყველა ეკლესია-მონასტერს კურთხევა ეძლევა, სიტკბოების მიღებისთვის გამოყენებული იქნას ერთჯერადი ჭიქები

საქართველოს საპატრიარქო ყველა ეკლესია-მონასტერს კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით ტაძრებში უსაფრთხოების წესების დაცვის უზრნველსაყოფად კურთხევას აძლევს.

აღნიშნულის შესახებ საპატრიარქოს ბრძანება N79-შია საუბარი.

ბრძანების თანახმად, ეკლესია – მონასტრებს ეძლევათ კურთხევა სიტკბოების მიღებისთვის ერთჯერადი ჭიქები გამოიყენონ.

„ა.წ. 14 აგვისტოდან სამი კვირის მანძილზე, პანდემიის პრობლემიდან გამომდინარე, ყველა ეკლესია-მონასტერს ეძლევა კურთხევა, უზრუნველყონ (როგორც ადრე), რომ ტაძრებში დაცულ იქნას დისტანცია, პერიოდულად ჩატარდეს იატაკის დეზინფექცია და მრევლმა იქონიოს პირბადე, ხოლო სიტკბოების მიღებისთვის გამოყენებული იქნას ერთჯერადი ჭიქები“, – ნათქვამია საპატრიარქოს ბრძანებაში, რომელსაც პატრიარქი ილია მეორე აწერს ხელს.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img