23.11.2024

საქართველომ ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად 106.3 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო

2021 წლის იანვარ-აპრილში, მსოფლიოს 55 ქვეყანაში 28.3 მილიონ ბოთლამდე ღვინოა ექსპორტირებული, რაც 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 15%-ით აღემატება.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ქართული ღვინის ექსპორტის მაჩვენებელი და მისი ღირებულება გაიზარდა. ასევე, გაიზარდა ექსპორტირებული ღვინის ღირებულებაც – 7%-ით და 65 მლნ-მდე აშშ დოლარი შეადგინა.

უწყების ცნობიტ, ექსპორტი ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე გაიზარდა:

პოლონეთი – 2% (1 841 192 ბოთლი);
ჩინეთი – 19% (1 559 533 ბოთლი);
ლიეტუვა – 71% (356 748 ბოთლი);
აშშ – 2% (325 468 ბოთლი);
ესტონეთი – 3% (228 592 ბოთლი);
გერმანია – 1% (229 527 ბოთლი);
დიდი ბრიტანეთი – 6% (157 932 ბოთლი).

სხვადასხვა მოცულობის ქართული ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტი 252-მა კომპანიამ განახორციელა.

მათივე ინფორმაციით, ქვეყანამ ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად 106.3 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 15%-ით მეტია.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img